მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში ყველაზე მეტ ფულად გზავნილს სისტემა RIA მოემსახურა

ria - გზავნილები

ივლისში ყველაზე მეტ ფულად გზავნილს სისტემა RIA მოემსახურა. ეროვნული ბანკის მონაცემებით RIA -ს მეშვეობით საქართველოში 70.4 მლნ დოლარი ჩაირიცხა, რაც სისტემისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამავე სისტემის გამოყენებით გადარიცხულმა თანხამ კი 5.76 მლნ დოლარი შეადგინა.

მეორე ადგილზე გადაინაცვლა Zolataia Korona, სისტემა 70.27 მლნ დოლარის გზავნილებს მოემსახურა. თუმცა ამ სისტემით რეკორდული იყო საქართველოდან გადარიცხული თანხის მოცულობა. გასულ თვეში Zolataia Korona-ს მეშვეობით 11.3 მლნ დოლარი გადაირიცხა.

ფულადი გზავნილების სისტემები მიღებული თანხის მიხედვით

  • RIA – 70.45 მლნ დოლარი
  • Zolataia Korona – 70.27 მლნ დოლარი
  • Money Gram - 60.9 მლნ დოლარი
  • Western Union - 56.99 მლნ დოლარი
  • Intel Express - 35.38 მლნ დოლარი
  • Rico Gram - 3.58 მლნ დოლარი

ივლისში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა 1.8%-ით შემცირდა და 298.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შემცირება ყველაზე მასშტაბური 38.7% რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხულ თანხაზე მოდის, რაც სავარაუდოდ, მიგრაციული ეფექტის მილევაზე მეტყველებს. რაც შეეხება ზრდას, ყველაზე მეტად, გადმორიცხვები 133.7%-ით ყირგიზეთიდან გაიზარდა.

ივლისში ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი მოცულობა საქართველომ აშშ-დან მიიღო - 50.3 მლნ დოლარი, ზრდა 24.5%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები