მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივნისში ჩინური პროდუქციის ექსპორტი $325 მილიარდამდე გაიზარდა - როგორია მოლოდინი?

ჩინეთი
BM. GE
16.07.25 14:16
289

ივნისში ჩინური პროდუქციის ექსპორტი, გასულ წელთან შედარებით, 5.8%-ით გაიზარდა და $325 მილიარდი დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფების 1-ელ აგვისტომდე გადავადებითაა განპირობებული. როგორც ჩანს, რიგი სახელმწიფოები წინასწარ და დიდი რაოდენობით იმარაგებენ იმ რესურსებს, რომლებიც მალე ტარიფების ქვეშ მოყვება. აღსანიშნავია, რომ სავაჭრო გადაზიდვები ჩინეთიდან შტატების მიმართულებით 16,1%-ით შემცირდა. თუმცა ეს მონაცემები წლის დასაწყისში გაცილებით უფრო უარყოფითი იყო.

რაც შეეხება იმპორტს, ამ მხრივ, გასულ წელთან შედარებით ჩინეთის მონაცემები 1.1%-ით გაუმჯობესდა. ქვეყანამ $115-მილიარდიანი დადებითი სავაჭრო ბალანსი დააფიქსირა.

ჯამურად, 2025 წლის პირველ ნახევარში ჩინეთის ვაჭრობა 2.9%-ით გაიზარდა და $3.4 ტრილიონი დოლარი შეადგინა. იანვარ-ივნისში ექსპორტი 7.2%-ით გაუმჯობესდა, იმპორტმა კი 2.7%-ით შემცირდა.

ჩინეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ევროკავშირში ექსპორტი გაიზარდა, თუმცა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მხრივ ეს მონაცემები მნიშვნელოვნად შემცირდა. მიზეზი ევროკავშირის მიერ დაწესებული ტარიფებია.

ანალიტიკოსების შეფასებით, მსოფლიოს მასშტაბით ჩინეთის გაზრდილი ექსპორტი დროებითია და ის ტარიფებსა და გეოპოლიტიკურ რისკებთანაა მთლიანად დაკავშირებული. ისინი მოელიან, რომ აგვისტოს დადგომასთან ერთად ეს მაჩვენებლები შეიცვლება და ჩინეთის სავაჭრო მონაცემები ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები