მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივნისში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდის ტემპი 8.7%-მდე შემცირდა

ფული

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში საქართველოს კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 14.8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.7%-ით მეტია. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი მაისთან მიმართებით შემცირებულია, რადგანაც მაისში დღგ-ის ბრუნვის ზრდა 13%-ს შეადგენდა.

2025 წლის განმავლობაში დღგ-ის ბრუნვის ზრდის ტემპი ყველაზე მაღალი იყო იანვარში - 14.7% და მაისში 13%, ხოლო ყველაზე დაბალი კი თებერვალში (8.7%) და ივნისში (8.7%).

კონკრეტული სექტორების მიხედვით ივნისის ბრუნვის ზუსტი რიცხვები ჯერჯერობით საჯარო არ არის, თუმცა მატება ფიქსირდება IT სექტორში, დამმუშავებელ მრეწველობაში, საფინანსო სექტორში, ლოგისტიკასა და ვაჭრობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები