მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივნისში ენერგეტიკულ ბირჟაზე 30.1 მლნ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგია გაიყიდა

ენერგეტიკული ბირჟა

ივნისში საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა გააქტიურებულია. 19 ივნისისთვის ჯამში 30,599.3 მეგავატი სთ ელექტროენერგია გაიყიდა. ბირჟაზე ელექტროენერგიის ფასმა კვტ.სთ-ზე 12.6 თეთრი შეადგინა.

შარშან ენერგეტიკულ ბირჟაზე ჯამში 17.5 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გაიყიდა. სემეკის ინფორმაციით, აღნიშნული ელექტროენერგია შეისყიდეს გამანაწილებელი და გადამცემი სისტემის ოპერატორებმა ქსელში დანაკარგების დასაფარად, რომლებმაც საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვის ნაცვლად, ელექტროენერგიის ბირჟაზე ყიდვით 400 ათას ლარამდე დაზოგეს. 2024 წელს ბირჟაზე ნავაჭრი ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი 13.5 თეთრი/კვტ.სთ იყო, თითქმის 2 თეთრით იაფი საბალანსო ელექტროენერგიაზე.

ბირჟა გარდამავალი მოდელით 2025 წლის 1 ივლისამდე მუშაობს. გარდამავალ მოდელში ბირჟაზე ვაჭრობა ხდება საათობრივი პროდუქტებით, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიისთვის საანგარიშო პერიოდია თვე.

ივლისიდან ვაჭრობა პლატფორმაზე სრულყოფილად უნდა დაიწყოს. დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მოხდება საათობრივი პროდუქტებით ვაჭრობა, ასევე ამოქმედდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი. სამიზნე მოდელში გათვალისწინებულია ასევე საათობრივი დაბალანსების ვალდებულება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები