მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში ფეროშენადნობების ექსპორტი გაიზარდა, თუმცა ბაზარზე კრიზისი გრძელდება

64b8197ca6c50
ნინო ტაბატაძე
19.07.23 23:01
629
ფეროშენადნობების ბაზარზე კრიზისი გრძელდება, თუმცა, მაისის რეკორდული ვარდნის შემდეგ, ექსპორტში მცირე გამოცოცხლება შეინიშნება. თუ მაისში ექსპორტზე 2 მლნ დოლარის ფეროშენადნობები გავიდა, ივნისში ექსპორტი 23.1 მლნ-მდე გაიზარდა. მთავარი საექსპორტო ბაზარი აშშ-ი იყო, სადაც 21 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა.

ფეროშენადნობების ექსპორტი თვეების მიხედვით / 2023 წლის 6 თვე 

იანვარი - 50.8 მლნ დოლარი
თებერვალი - 20.8 მლნ დოლარი
მარტი - 10.1 მლნ დოლარი
აპრილი - 2.5 მლნ დოლარი
მაისი - 2 მლნ დოლარი
ივნისი - 23.1 მლნ დოლარი

მიუხედავად იმისა, რომ თებერვლიდან ფეროშენადნობები რუსეთში აღარ გადის, რუსეთის მიერ საიმპორტო გადასახადის შემოღების გამო, წლის 6 თვის მონაცემებით, მაინც რუსეთი ნომერ პირველ საექსპორტო ბაზრად რჩება. მეორე ადგილზეა აშშ- 30.7 მლნ დოლარით, ხოლო მესამეზე 20.1 მლნ დოლარით თურქეთია.

ფეროშენადნობების ექსპორტი ქვეყნების მიხედვით/ 2023 წლის 6 თვე

რუსეთი - 45.35 მლნ დოლარი
აშშ - 30.76 მლნ დოლარი
თურქეთი - 20.14 მლნ დოლარი
ალჟირი - 5.82 მლნ დოლარი
აზერბაიჯანი - 3.36 მლნ დოლარი
საფრანგეთი - 1.49 მლნ დოლარი

წლის 6 თვეში საექსპორტო ბაზრებზე 109.64 მლნ დოლარის ფეროშენადნობებია გატანილი, წლიურად კლება 64%-ს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები