2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტზე $143 მილიონის ფეროშენადნობები გავიდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30.4%-ით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ფეროშენადნობებს მთლიან ექსპორტში 5%-იანი წილით მესამე ადგილი უჭირავს.
ყველაზე მეტი ღირებულების, $37 მილიონის ექსპორტი ივნისში შესრულდა, ყველაზე ნაკლები, $9 მლნ. 874 ათასის თებერვალში გაიყიდა. ფეროშენადნობების ექსპორტში თურქეთი ლიდერობს. ივნისში მეზობელ ქვეყანაში $29 მილიონ 3894 ათასის ფეროშენადნობები გაიყიდა. მეორე ადგილზეა ეგვიპტე, $3 მილიონით.
TOP-10 საექსპორტო ქვეყანა ივნისში:
თურქეთი - $29,394.52 - 24,391.48 ტონა
ეგვიპტე - $3,313.80 - 3,284.89 ტონა
ესპანეთი - $1,299.20 - 1,200.02 ტონა
იტალია - $997.43 - 840.00 ტონა
გაერთიანებული სამეფო - $677.98 - 701.99 ტონა
ნიდერლანდები - $636.12 - 540.00 ტონა
ნორვეგია - $357.50 - 400.10 ტონა
იორდანია - $215.06 - 168.01 ტონა
რუსეთი - $181.81 - 97.00 ტონა
აზერბაიჯანი - $126.14 - 97.00 ტონა