მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივნისში საქართველომ $315 მილიონის ფულადი გზავნილი მიიღო, ზრდა 12%-ია

ფულადი გზავნილები

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 315.51 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.2% ით (34.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ქვეყნების მიხედვით ფულად გზავნილებში პირველ ადგილს კვლავ აშშ იკავებს, საიდანაც გასულ თვეში 59 მილიონი დოლარი გადმორიცხეს. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ით მეტია. მეორე ადგილს 52 მილიონი დოლარით იტალია იკავებს, საიდანაც გზავნილები 13%-ით გაიზარდა, მესამე პოზიციაზე კი რუსეთია. ივნისში საქართველოში რუსეთიდან 41 მილიონი დოლარი გადმორიცხეს. ეს თანხა წლიურად 16%-ით არის შემცირებული.

ფულადი გზავნილები ივნისში - ტოპ 10 ქვეყანა:

# ქვეყანა ჩარიცხული მოცულობა (მლნ. აშშ დოლარი) ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი
1 აშშ $59 მილიონი; 23%
2 იტალია $52 მილიონი; 13%
3 რუსეთის ფედერაცია $41 მილიონი; -16%
4 გერმანია $27 მილიონი; 21%
5 საბერძნეთი $26 მილიონი; 18%
6 ისრაელი $24 მილიონი; 23%
7 ყირგიზეთი $9 მილიონი; 82%
8 თურქეთი $9 მილიონი; 13%
9 ესპანეთი $8 მილიონი; 37%
10 ყაზახეთი $7 მილიონი; -37%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები