მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში საქართველოს ექსპორტმა $547 მილიონს მიაღწია, მატება 22%-ია

64afa5d39b860
შოთა ტყეშელაშვილი
13.07.23 11:17
1044
ივნისში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტმა 547 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 99 მილიონი დოლარით, ანუ 22%-ით მეტია. 

წლის პირველ ნახევარში საქართველოს მთლიანი ექსპორტი 3 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 19%-ით მეტია. 

რაც შეეხება იმპორტს, მისი მოცულობა 1.2 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით არის გაზრდილი.

6-თვიან პერიოდში კი იმპორტი 7.2 მილიარდი დოლარი იყო, რაც 20%-ით არის მომატებული.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე 19 ივლისს გამოქვეყნდება, რის შედეგადაც გაირკვევა უშუალოდ რა საქონლის ექსპორტი და იმპორტი გაიზარდა ამავე პერიოდში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები