2025 წლის ივლისში საქართველოს გავლით თურქეთში 112.5 მლნ კვტ.სთ-ის მოცულობის ელექტროენერგია გავიდა. თურქეთში ელექტროენერგია საქართველოს გავლით აზერბაიჯანმა გაყიდა.
წელს, პირველ 6 თვეში ჯამში თურქეთში ტრანზიტზე დაახლოებით 335 მლნ კვტ.სთ ელექტროენეგიაა გასული და თითქმის სრულად აზერბაიჯანიდან თურქეთში. რუსეთმა თურქეთს საქართველოს გავლით მხოლოდ მცირე 40.4 მლნ კვტ.სთ-ის მოცულობის ელექტროენერგია მიაწოდა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ტრანზიტის რეკორდული მოცულობის შემდეგ, შარშან ტრანზიტის მოცულობა 69%-ით შემცირდა. კლების ტენდენცია წელსაც გაგრძელდა, 2025 წლის 6 თვეში ტრანზიტის მოცულობა ჯამში 335 მლნ კვტ.სთ-მდეა შემცირებული, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16%-იანი კლებაა.




























