მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში თბილისში გაყიდული 4 484 ბინიდან უცხოეთის მოქალაქეებმა მხოლოდ 10% შეიძინეს - Colliers

თბილისი

თბილისში, როგორც ძველ ისე ახალ საცხოვრებელი ბინების პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, უცხოეთის მოქალაქეების წილი მხოლოდ 10% იყო. ამის შესახებ Colliers-ის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს ეხება.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, მნიშვნელოვანი ზრდაა გაყიდულ ბინებში, რამაც ბაზრის ზომა ივნისში თითქმის 54%-ით გაზარდა. კერძოდ, Colliers-ის ინფორმაციით, ივნისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4 484 ერთეული შეადგინა და გასული წლის ივნისთან შედარებით 34.7%-ით გაიზარდა. ბაზრის ზომამ კი 53.9%-ით, 387 მილიონ დოლარამდე მოიმატა. რაც შეეხება ფასს, ივნისში თბილისში საცხოვრებელი ბინის საშუალო ფასი 1 314 დოლარი იყო, რაც 2025 წლის ივნისთან შედარებით, 13.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივნისთან შედარებით 46.6%-ით არის გაზრდილი. ზრდა დაფიქსირდა ახალაშენებული ბინების როგორც პირველად (54.7%), ისე მეორეულ ბაზრებზე (36.5%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები