საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ პრემიერმინისტრისა და ბიზნესის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საუბარი იყო იმ პრობლემატიკაზე, რაც მაკროდონეზე ბიზნესს აწუხებს.
„იყო დათქმა და ლაპარაკი იმასთან მიმართებით, რომ ქმედითი გადაწყვეტილებები მიიღონ უმოკლეს ვადებში, რაც იმედისმომცემია.
მაკროეკონომიკური ტიპის საკითხების მოგვარება მარტივი არ არის, მნიშვნელოვანია, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა - მაგალითად, ლარის სტაბილურობა, ფასების სტაბილურობა, სასამართლოს კუთხით ცოტა უფრო სწრაფი გადაწყვეტილებები იმიტომ, რომ დროში იწელება ხოლმე პროცესები“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.




























