მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იყო შემთხვევები, როდესაც ჟანგბადის სისტემა იყო გახსნილი, ჟანგბადი იკარგებოდა - გაბუნია

612dfe8137e48
თელარა გელანტია
31.08.21 14:02
337
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ჟანგბადის მოწოდებისა და მოხმარების ინტენსივობა ძალიან გაზრდილია.

ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და დასძინა, რომ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს და ჟანგბადის იმპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან ხდება.

„ლოგისტიკური პროცესი ძალიან რთულად მიმდინარეობს.მიუხედავად იმისა, რომ ყველა უწყება მაღალი დატვირთვით მუშაობს, ჯერჯერობით კლინიკებს ჟანგბადის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა არ შექმნიათ. ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ ჟანგბადის რაციონალური მოხმარების რეკომენდაციები გამოიყენონ, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს, ვინაიდან იყო შემთხვევები, როდესაც ჟანგბადის სისტემა იყო გახსნილი, ჟანგბადი იკარგებოდა და პაციენტი მას ვერ იყენებდა. იმისათვის, რომ მსგავსი ხარვეზები აღმოიფხვრას, ჩვენ მუდმივად ვუკავშირდებით კლინიკებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები