მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იყრის თუ არა კენჭს ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე? – Financial Times

63b4428c77cea
გიორგი არონია
04.01.23 00:05
699

„იყრის თუ არა კენჭს ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე?“ - ეს ის შეკითხვაა, რომელსაც ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის, Financial Times-ის ანალიტიკოსები მათ ყოველწლიურ პროგნოზებში მიმოიხილავენ.

ანალიტიკოსების შეფასებით, ამ ეტაპზე, მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ჯო ბაიდენი დემოკრატიული პარტიის საუკეთესო კანდიდატია, რაც, უმეტესწილად, ბაიდენის მიერ ინიციირებული კანონებითა და დემოკრატიული პარტიის მიერ შუალედურ არჩევნებში დაფიქსირებული დადებითი შედეგით აიხსნება.

აღსანიშნავია, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად, Financial Times-ის ანალიტიკოსები ჯო ბაიდენის ასაკზეც მიუთითებენ. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ჯო ბაიდენი 81 წლისა იქნება, ხოლო 2025 წელს ჩასატარებელი ინაუგურაციის დროს 82 წლის. საინტერესოა, რომ ზემოჩამოთვლილ მიზეზებთან ერთად, ჯო ბაიდენის მეორედ გაპრეზიდენტების არგუმენტად ანალიტიკოსები ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის მიერ ერთგვაროვანი პროფილის ვერ შექმნასაც მიაწერენ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ჯამში, ოცდაერთი პრეზიდენტი იყო ისეთი, რომელმაც თანამდებობა მეორე ვადით დაიკავა - მათ შორის მხოლოდ ცამეტია ისეთი, რომელმაც პრეზიდენტის თანამდებობა ორი სრული ვადის დროს შეინარჩუნა.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები