დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს, რომ პანდემია შეაჩეროს, საჭიროა რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია. მისივე თქმით, დღეისთვის მედპერსონალის დატვირთვა ძალიან მაღალია.
„ძალიან დიდია სამედიცინო პერსონალისთვის ის დატვირთვა, რაც არსებობს და არავინ ისურვებს, რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს, რადგან ცუდ შედეგებს მოიტანს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, ინფიცირების რიცხვის შესამცირებლად, ეს კი შეუძლია მხოლოდ რეგულაციების დაცვას და ვაქცინაციას, მეტი ვერაფერი შეაჩერებს, ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს, რომ მოიქნიოს და პროცესი გააჩეროს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ბოლო კვირებში როგორც ინფიცირების, ისე ვაქცინაციის მაჩვენებლები 5 000-ის ფარგლებშიც მერყეობს. ამ დროისთვის საავადმყოფოებში 6 774 ადამიანი მკურნალობს.




























