თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო და 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მას სასამართლომ ბრალი გადაუკვალიფიცირა - პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლს ედავებოდა, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობდა, თუმცა სასამართლომ ის დამნაშავედ არა ამ მუხლით, არამედ 180-ე მუხლით ცნო, რაც თაღლითობას გულისხმობს, თუმცა თაღლითობის მუხლით დანაშაული უკვე ხანდაზმულად ითვლება, რის გამოც ის თავისუფალი იქნება.
ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ მამუკა ხაზარაძესთან და ავთანდილ წერეთელთან მიმართებით.




























