მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

[Fair Trees Fund] არ არის დამოუკიდებელი ენჯეო, ბორდის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეა - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე
30.05.24 12:17
638

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ფეა თრიიზი" დამოუკიდებელი NGO არაა და ეს "სამარცხვინო ქმედებაა, რომელიც ბადრი ჯაფარიძემ და მთლიანად „ლელომ“ განახორციელა".

"რუსული კანონის" მიღების გამო არასამთავრობო ორგანიზაცია "ფონდი ფეა თრიიზ" ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან, ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით, თანამშრომლობას წყვეტს.

„რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს ზოგადად, ვიღაცები ამბობდნენ, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ გავიღვიძებდით რუსეთში, თუმცა ჩვენ გავიღვიძეთ საქართველოში და იმ საქართველოში, რომელიც ვითარდება და დღევანდელი პროექტიც არის ამის კიდევ ერთი დადასტურება.

რაც შეეხება იმ სამარცხვინო ქმედებას, რომელიც კონკრეტულად ბადრი ჯაფარიძემ და მთლიანად პარტია „ლელომ“ განახორციელა, რომ ვითომ, კონკრეტული ენჯეო გავიდა კონკრეტული პროექტიდან ონის მუნიციპალიტეტში და აღარ დაუჭერს მხარს ბავშვებისთვის სტომატოლოგიური მომსახურების გაწევას, ამაზე მეტი სიმდაბლე რა შეიძლება, იყოს, არ ვიცი. სინამდვილეში, ეს არ არის არავითარი დამოუკიდებელი ენჯეო. ბორდის თავმჯდომარე ყველამ გაიგო, რომ არის ბადრი ჯაფარიძე, შესაბამისად, ეს არის „ლელოსთან“ დაკავშირებული ენჯეო, რომელიც კონკრეტული ბიზნესინტერესების დაცვასთანაც არის დაკავშირებული, რაც ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება, ეს არის უბრალოდ სამარცხვინო საქციელი, ვითომ ენჯეომ შეუწყვიტა ბავშვებს სტომატოლოგიური მომსახურების გაწევა, სინამდვილეში, ეს იყო უბრალოდ ტყუილი და ეს იყო „ლელოს“ სამარცხვინო სპეკულაცია. ეს ყველაფერი აჩვენებს, ამ პოლიტიკური პარტიების რადიკალური ოპოზიციური პარტიების სახეს“, - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან.

საკითხზე განცხადება გააკეთა "ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ. მისი თქმით, ფონდს წლების წინ ხელმძღვანელობდა, თუმცა პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ფონდთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები