მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Jaguar-ი 2025 წლიდან ელექტრომობილების წარმოებაზე გადავა

602a8a6453ecb
ნათია თაქთაქიშვილი
15.02.21 22:20
682
ძვრადღირებული ავტომობილების მწარმოებელი ბრენდი Jaguar-ი 2025 წლიდან ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლას დაიწყებს, ხოლო 2030 წლიდან მთლიანად ელექტრონული ავტომანქანების გამოშვებით დაკავდება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბრენდი ამ ნაბიჯით "ნულოვანი ნახშირორჟანგის ემისიის" კამპანიას შეუერთდება.

Jaguar-ის მფლობელი Tata Motors-ი აცხადებს, რომ დროა ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას წამოებაში „ახალი გვერდის“ გადაფურცვლის თვალსაზრისით, ამიტომ კომპანია საწყის ეტაპზე ექვსი მოდელის ელექტრომობილის წარმოებას განიხილავს.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნული განცხადების შემდეგ, Tata Motors-ის აქციების ფასი 3%-ით გაიზარდა.

თავის მხრივ Jaguar-ი აცხადებს, რომ ავტოკონცერნი წელიწადში დაახლოებით 3.5 მილიარდი აშშ დოლარის თანხას დახარჯავს ელექტრონული სისტემების განვითარებაზე.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს სხვა წამყვანი ბრენდებიც განიხილავენ ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლას. ცნობისთვის, Bentley Motors-ი ელექტრონულ წარმოებაზე გადასვლას 2030 წლიდან გეგმავს, ხოლო General Motors Co - 2035 წლიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები