მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Jaguar Land Rover-მა შესაძლოა ბრიტანეთის საწარმოები გააჩეროს

5e4d031d17769
ნათია თაქთაქიშვილი
19.02.20 23:00
1248
მსოფლიოში ცნობილმა ავტოკონცერნმა Jaguar Land Rover-მა კორონავირუსის გაგრძლების შემთხვევაში შესაძლოა ბრიტანეთის საწარმოების მუშაობა გააჩეროს. როგორც კომპანია აცხადებს, მათ ქარხნებს ბრიტანეთში ავტონაწილები ნელ-ნელა უმთავრდებათ და მხოლოდ ორი კვირის მარაგიღა აქვთ დარჩენილი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, Jaguar Land Rover-ი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მანქანათმწარმოებელია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სამი საწარმოთია წარმოდგენილი და წელიწადში დაახლოებით 400,000 ავტომობილს აწარმოებს.

როგორც Jaguar Land Rover-ის ხელმძღვანელი რალფ სპეთი აცხადებს, კომპანია მანქანის ნაწილებთან დაკავშირებით უზრუნველყოფილად გრძნობს თავს ამ ორი კვირის განმავლობაში, მაგრამ მომავალში დანაკლისი გარდაუვალი იქნება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქარხანა უმეტესად ავტონაწილებს ევროპიდან იღებს, ჩინეთზე მაინც ვართ დამოკიდებული. თუ ნაწილების მოწოდება არ განახლდა, დროებით სამივე ქარხნის გაჩერება მოგვიწევს“, - განაცხადა რალფ სპეთმა.

შეგახსენებთ, კორონავისურის გამო ქარხნების დროებით შეჩერებაზე გასულ კვირას უკვე განაცხადა Fiat Chrysler-მა და General Motors-მა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები