მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Jameson-ის და Jack Daniel's-ის მწარმოებელი კომპანიები გაერთიანებას გეგმავენ

jameson

ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის ორმა გიგანტმა, ფრანგულმა Pernod Ricard-მა და ამერიკულმა Brown-Forman-მა ბიზნესების შესაძლო გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად დაადასტურეს.

კომპანიების მიერ გავრცელებული განცხადებების თანახმად, მხარეები თანასწორ მხარეთა შერწყმის, ანუ გაერთიანების პერსპექტივას განიხილავენ.

პოტენციური გაერთიანება პორტფელში ისეთ ცნობილ ბრენდებს მოუყრის თავს, როგორებიცაა: Jack Daniel’s, Jameson, Absolut Vodka და Chivas Regal.

Pernod Ricard, რომელიც სექტორში სიდიდით მეორე მოთამაშეა, Brown-Forman-თან ალიანსით ამერიკულ ბაზარზე პოზიციების მნიშვნელოვან გამყარებას გეგმავს. თავის მხრივ, ამერიკული მხარე ფრანგული კომპანიის ფართო სადისტრიბუციო ქსელით გლობალური მასშტაბების გაზრდას აპირებს.

ექსპერტების შეფასებით, მოლაპარაკებების დაწყება ალკოჰოლური სასმელების სექტორში არსებულ საერთო სირთულეებს უკავშირდება, რადგან მოთხოვნის შემცირება, გაზრდილი ხარჯები და სავაჭრო ტარიფები კომპანიებს კონსოლიდაციისკენ უბიძგებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები