მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ჯანდაცვის ახალ მინისტრთან შეხვედრა არ გვქონია, არ ვიცით რა გეგმები აქვს“ - ჩხაიძე

61d40d431d4ce
ვიქტორია მღებრიშვილი
04.01.22 13:31
486
„ჯანდაცვის ახალ მინისტრთან შეხვედრა არ გვქონია, არ ვიცით რა გეგმები აქვს“ - ეს განცხადება იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა და იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ჟურნალისტების მიერ ჯანდაცვის ახალი მინისტრის შეფასების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რომ უწყების ახალი ხელმძღვანელის ზურაბ აზარაშვილის ხედვის შეფასებას მხოლოდ მასთან საუბრის შემდეგ შეძლებს.

„ვერ გიპასუხებთ როგორ უნდა შეძლოს ახალმა მინისტრმა უწყების მართვა. მასთან შეხვედრა არ გვქონია, არ ვიცით მისი ხედვა, ტაქტიკა, არ ვიცით როგორი გეგმები აქვს, ამიტომ შეფასების გაკეთებას მას შემდეგ შევძლებთ, როცა კონკრეტულად მოვისმენთ, როგორ ხედავს ჯანდაცვის სისტემის განვითარებას“, - თქვა ივანე ჩხაიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები