მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრი: ჯერ არ მიგვიღია „შავი პარასკევის“ ეფექტი, მის შედეგებს კიდევ მოვიმკით

5fd207432be92
თელარა გელანტია
10.12.20 15:29
1281
„შავი პარასკევის“ შედეგებს კიდევ კიდევ მოვიმკით - ასე უპასუხა დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც 24 დეკემბრიდან, საახალწლო პერიოდში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების პირობებს შეეხებოდა.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ეტაპისთვის გვაქვს სტაბილური მაჩვენებელი და ინფიცირებულთა რიცხვი 4500-ს არ აღემატება. ეს არის 1 კვირის მანძილზე, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, თუმცა არაერთხელ გვითქვამს, რომ ანალიზის გაკეთება მნიშვნელოვანია 2 კვირის შემდეგ. ჩვენ ჯერ არ გვაქვს მიღებული „შავი პარასკევის“ ეფექტი, რომელიც იცით, რეალურად რამდენად დრამატულად იყო ასახული და ამის შედეგებს ჯერ კიდევ მოვიმკით. აქედან გამომდინარე, ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როგორი იქნება შეზღუდვების მოხსნა, ვინაიდან ჯერჯერობით ვსაჭიროებთ იმას, რომ ეპიდემიოლოგებმა გაანალიზონ ის მომდევნო ტალღა, რომელიც შესაძლოა მოსალოდნელი იყოს ჯერ კიდევ “,- განაცხადა მინისტრმა.

დამატებით კითხვაზე - თუ რამდენადაა შესაძლებელი 24 დეკემბერს არ მოიხსნას შეზღუდვები, ტიკარაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილებების მიღება სპონტანურად არ ხდება და ეპიდსიტაუციას გაანალიზება სჭირდება.

„ჩვენ ვმსჯელობთ… ამას რიცხვები გვიჩვენებენ. გადაწყვეტილებებს სპონტანურად არ ვიღებთ, დინამიკას ვაკვირდებით, თუ როგორია ინფექციის მატება, ასევე ლეტალობის შემთხვევები, ასევე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ კლინიკების გადატვირთულობა, რომ მათაც მიეცეთ საშუალება ყველა პაციენტს შესაბამისად მისცენ ხარისხიანი მომსახურება, ამ ყველაფრის ჯამურად გაანალიზებისას მივიღებთ ერთობლივ გადაწვეტილებას“, - განაცხადა მინისტრმა.

"24 დეკემბერს რომ მივუახლოვდებით, მაშინ მივიღებთ გადაწყვეტილებას" - ამირან გამყრელიძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები