ჯანდაცვის მინისტრმა დღეს კოვიდ-ინფიცირებულების მკურნალობის სახლის პირობებში სამართავად საკომუნიკაციო კამპანია დააანონსა.
როგორც ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კამპანიის პირობებში მომზადდება ვიდეორგოლები იმის შესახებ, როგორ უნდა მართონ პროცესი ინფიცირებულებმა.
„ვაპირებთ სარეკლამო-საკომუნიკაციო კამპანიის წარმოებას ვაპირებთ, რომლის ფარგლებშიც დამზადდება სარეკლამო ვიდეორგოლები როგორ უნდა იმკურნალონ სახლის პირობებში, რათა მეტი კომუნიკაცია გვქონდეს მოსახლეობასთან.
სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ „ომიკრონი“ ჩვეულებრივი მიმდინარე, როგორც სეზონური გრიპია... ასეთი ტიპის გრიპად გადაიქცევა, ამიტომ მნიშვნელოვანია სახლის პირობებში იმკურნალონ და ამის შესახებ სწორი ინფორმაცია მიიღონ, ხოლო იმ კატეგორიას, რომელიც ქრონიკული დაავადებებით ან მაღალი რისკის ჯგუფშაი, კლინიკაში გადაყვანას ან სახლის პირობებში მართვას ვთავაზობთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში კოვიდის მართვის პროცესში ოჯახის ექიმების დიდი რაოდენობა დაემატა, ვინც მოქალაქეებს კვალიფიციურ კონსულტაციას უწევენ, ასევე ქოლ-ცენტრის ოპერატორების და ბოლო კურსის სტუდენტები.
მინისტრმა განმარტა, რომ დღეისთვის 2 500 ექიმია დასაქმებული.




























