მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო 54 შრომის ინსპექტორის დაქირავებისთვის ვაკანსიას აცხადებს

5ea482493c102
BM.GE
25.04.20 22:30
4800
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 54 შრომის ინსპექტორის დასაქირავებლად ვაკანსიას აცხადებს.

ანაზღაურება 1600-დან 1900 ლარამდეა.

როგორც ვაკანსიის შესახებ საინფორმაციო ტექსტში წერია, შრომის ინსპექტორმა შემდეგი ფუნქციები უნდა შეასრულოს:

- განახორციელოს ინსპექტირება შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნორმების დაცვაზე;
- განახორციელოს იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით ორგანიზაცია/დაწესებულებების გეგმიური ან/და არაგეგმიური შემოწმება;
- მიაწოდოს ინფორმაცია დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებებსა და ვალდებულებებზე;
- საწარმოში არსებული მდგომარეობისა ან/და დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე გამოავლინოს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული დარღვევები და მათი აღმოჩენის შემთხვევაში გამოიყენოს შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელები;
- მოიკვლიოს ორგანიზაციაში/დაწესებულებაში მომხდარი უბედური შემთხვევა;
- პროფესიული დაავადების შესაძლო გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით შეადგინოს საწარმოს სანიტარიულ-ჰიგიენური დახასიათება;
- ინფორმაციის მოპოვებისა და დაზუსტების მიზნით ჩაატაროს შესაბამისი ტექნიკური ხასიათის გაზომვები;
- ხელმძღვანელის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები