მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინელების დასახმარებლად სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს

6221e445dd23b
ინგა მურუსიძე
04.03.22 14:02
796
ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად, სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს.

უწყების ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დარეკონ ცხელ ხაზზე 1505 ან გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე - https://donor.moh.gov.ge/

"სისხლის ჩაბარების საჭიროების შემთხვევაში, რეგისტრირებულ პირს დაუკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და მოიწვევს უახლოეს (რეგისტრირებული პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) სისხლის ამღებ პუნქტში ქვეყნის მასშტაბით.

მომზადებული სისხლის პროდუქტები ჰუმანიტარული დახმარების სახით გაიგზავნება უკრაინაში", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები