ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე ონლაინ-კლინიკა სატესტო რეჟიმში მუშაობს. როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, ონლაინკლინიკა სრული დატვირთვით უახლოეს მომავალში ამოქმედდება.
„ონლაინ კლინიკის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ აიღო პატრონაჟი იმ პაციენტებზე, ვინც საკუთარი ოჯახის ექიმისგან ვერ იღებენ კონსულტაციას და მკურნალობენ ბინაზე. ჩვენ ვაწარმოებთ აღნიშნული პაციენტების მართვას ისევე, როგორც მათი ექიმები“, - განაცხადა ტიკარაძემ.




























