მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის რეორგანიზაცია განხორციელდა, ხელფასებს ყველა აიღებს - გაბუნია

605b02c5dd93e
ინგა მურუსიძე
24.03.21 13:17
869
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ინფორმაციით, უწყების სამინისტროს ცხელი ხაზის - 15 22-ის რეორგანიზაცია განხორციელდა და ტექნიკური საკითხები კვირის ბოლომდე მოგვარდება.

გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას რეორგანიზაციის დეტალები არ დააკონკრეტა, თუმცა თქვა, რომ ცხელი ხაზი ამჟამად შეფერხების გარეშე მუშაობს.

საქმე იმაშია, რომ გუშინ „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია 15 22-ის ოპერატორების გაფიცვასთან დაკავშირებით. სააგენტოს ცნობით, ოპერატორები ამბობენ, რომ თებერვლის სახელფასო ანაზღაურება ჯერაც არ აუღიათ. თამარ გაბუნია ირწმუნება, რომ "კუთვნილ ანაზღაურებას ყველა ოპერატორი მიიღებს".

„15 22 მთავარი ხაზია, სადაც მოქალაქემ ვაქცინაციისთვის უნდა მიიღოს ინფორმაცია. არც ერთი შეტყობინება იმის შესახებ, რომ გუშინ ან დღეს რომელიმე მოქალაქემ ვერ მიიღო რაიმე სახის ინფორმაცია, ჩვენამდე არ მოსულა. გარკვეული რეორგანიზაცია ცხელი ხაზის ნაწილში მოხდა, ხოლო პროცედურული საკითხების მოგვარება კვირის ბოლომდე დასრულდება. 15 22 ხაზის თანაშრომლის მიმართ პროტესტს ვერ დავარქმევთ. ყველა თანამშრომელი მიიღებს იმ ანაზღაურებას, რაც სამედიცინო ჰოლდინგს მის მიმართ აქვს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები