მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სისტემის სტაბილური დაფინანსება მშპ-ის 5%-დან იწყება - სერგეენკო

627c5ae581a65
BM.GE
12.05.22 13:17
874
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, რეალური გამოწვევები მანამ იქნება, სანამ ჯანდაცვის სისტემის სტაბილური დაფინანსება არ მოხდება.

„რეალური გამოწვევა ძალიან ბევრია და იქნება მანამ, სანამ ჩვენ, მთლიანობაში, არ გავალთ მაჩვენებლებზე, რასაც ჰქვია ჯანდაცვის სისტემის სტაბილური დაფინანსება, რომელიც იწყება მთლიანი შიდა პროდუქტის 5 პროცენტიდან, არა 4-დან და არა 3-დან, არამედ 5-დან“, - განაცხადა სერგეენკომ

მისი თქმით, აღნიშნულ მაჩვენებელზე გასვლა მყისიერად ვერ მოხდება და დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილებები სჭირდება.

„პარლამენტში, ჩვენ ერთობლივად, ერთმანეთს მხარში უნდა ამოვუდგეთ იმისთვის, რომ შემდეგი წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს, სწორება გვქონდეს ამ 5%-ზე და არა იმაზე, რომ არასრულ 3%-ზე გვქონდეს მოლოდინები და რაღაცას მყისიერად მოვაგვარებთ. უბრალოდ, ეს ვერ მოხდება“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ გუშინ პლენარულ სხდომაზე.

ცნობისთვის, პარლამენტმა "მინისტრის საათის" ფორმატში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს მოუსმინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები