მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯანდაცვა წელს 9.3%-ით გაძვირდა - საქსტატი

საავადმყოფო პალატა

საქართველოში ინფლაციის ტენდენცია მზარდია, აგვისტოში ინფლაციამ 4.6% შეადგინა, რაც ბოლო ორი წლის მაქსიმუმია - საქსტატის თანახმად, სურსათის შემდეგ (10%), ყველაზე მეტად ჯანდაცვის ჯგუფში გაიზარდა ფასები, სადაც წლიური მატება 9.3%-ია.

დეტალური ანგარიშის თანახმად, ჯანდაცვის სექტორში ყველაზე მეტად - 26%-ით საავადმყოფოს მომსახურება არის გაძვირებული, ასევე გაძვირებულია მედიკამენტები, თერაპევტის კონსულტაცია, ქირურგიული მომსახურება და სტომატოლოგიური სერვისები.

ჯანდაცვის ჯგუფი ფასების წლიური ცვლილება
საავადმყოფოს მომსახურება 26%
ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 22%
თერაპევტის კონსულტაცია 15%
სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები 12%
ვიტამინები 11%
სისხლის ანალიზი 8%
ექოსკანირება 6%
სტომატოლოგის მომსახურება (კბილის დაბჟენა) 4%
სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) 4%
ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები 3%
საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები 3%
სათვალის ლინზები 2%
შპრიცი 1%
ბამბა 1%
ქირურგიული მომსახურება 1%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები