საქსტატის თანახმად, ჯანდაცვის სექტორში ფასები წლიურად 8.4%-ით არის გაძვირებული - ამის შესახებ ოქტომბრის ინფლაციის ანგარიშში არის აღნიშნული. მთლიანობაში ჯანდაცვის სექტორში ფასების მატება ჯამურ ინფლაციაზე 0.69 პროცენტული პუნქტით აისახა.
კონკრეტული მიმართულებებიდან ყველაზე მეტად - 16.27%-ით არის გაზრდილი სტომატოლოგიური სერვისი (კბილის ამოღება); მეორე ადგილზეა ანტიბიოტიკების ფასი, რაც წლიურად 13.88%-ით არის გაძვირებული; მესამეზე კი ასევე სხვა სახის სტომატოლოგიური სერვისია (კბილის დაბჟენა) ზრდა +13.81%-ით. ექიმის მომსახურება (თერაპევტის კონსულტაცია) კი 11.76%-ით არის გაძვირებული.
რაც შეეხება ფასის კლებას, თერმომეტრის საფასური წლიურად 3.17%-ით არის შემცირებული; ხოლო ქირურგიული მომსახურება კი 0.9%-ით.
| # | მიმართულება | ფასების წლიური ზრდა |
| 1 | სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) | 16.27% |
| 2 | ანტიბიოტიკები | 13.88% |
| 3 | სტომატოლოგის მომსახურება (კბილის დაბჟენა) | 13.81% |
| 4 | თერაპევტის კონსულტაცია | 11.76% |
| 5 | ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები | 9.01% |
| 6 | ექოსკანირება | 8.65% |
| 7 | სისხლის ანალიზი | 6.57% |
| 8 | საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები | 5.68% |
| 9 | შპრიცი | 4.52% |
| 10 | წნევის საზომი აპარატი | 3.77% |
| 11 | ვიტამინები | 2.02% |
| 12 | სათვალის ლინზები | 1.71% |
| 13 | საავადმყოფოს მომსახურება | 0.97% |
| 14 | ბამბა | 0.68% |
| 15 | სამშობიარო მომსახურება | 0.00% |
| 16 | ქირურგიული მომსახურება | -0.90% |
| 17 | თერმომეტრი | -3.17% |
























