მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ჯანმრთელობის დაზღვევაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა რეგულატორულად ჩატეხილი უფსკრული და ეს არ არის შემთხვევითობა" - დევი ხეჩინაშვილი

ხეჩნაშვილი

BMGTV-ის ტელეგადაცემა “ჯანდაცვის სტანდარტის” 16 მარტის გადაცემა ჯანმრთელობის დაზღვევას დაეთმო. BMGTV-ის ეთერში დევი ხეჩინაშვილმა, სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ისაუბრა, სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვის ხარისხის ეფექტიანობაზე და მის კონტროლზე.

მისი თქმით, სამედიცინო დაზღვევის მუდმივი ადვოკატირება და სათანადო ინფორმაციის გასაგები ენით მიწოდება მოსახლეობისადმი, თუ რა გარანტიები აქვს მას სახელმწიფოსგან სამედიცინო მომსახურებაში და როგორ მონაწილეობს კერძო სექტორი, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.

იქვე დევი ხეჩინაშვილმა ორი სექტორის, სახელმწიფოს და კერძო სექტორის სწორ და სინქრონიზებულ თანამშრომლობაზეც ისაუბრა.

“ჯანმრთელობის დაზღვევაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის რეგულატორულად ჩატეხილი უფსკრული და ეს არ არის შემთხვევითობა. პირდაპირ, რეგულაცია და მთავრობა ამბობს, რომ თუ არა ღარიბმა და არა პენსიონერმა ადამიანმა მოჰკიდა ხელი დაზღვევას, ის დაკარგავს სახელმწიფო მომსახურებას, ეს არის უნიკალური ქართული მოგონება, რომელსაც რა აზრი აქვს არავინ არ იცის.“ აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები