მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯარიმების პატიებაზე მთავრობის გადაწყვეტილება მისასალმებელია, ჯამში 1150 მეგავატის პროექტებს ეხება - მელიქიძე

მელიქიძე

მთავრობა ენერგეტიკის სექტორში მოღვაწე კომპანიებს ჯამში მილიარდი ლარის ჯარიმებს პატიობს, თუმცა გარკვეული დათქმით. ხელახლა აღარ დაარღვიონ ვადები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოწერილი ჯარიმები ისევ აღუდგებათ.

"ქართული ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ სახელმწიფო მკაცრი იქნება ახალი შეუსრულებელი ვალდებულებებისა და ბიუჯეტის წინაშე დაგროვილ დავალიანებების მიმართ.

GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე გვეუბნება, რომ ჯარიმების ჩამოწერა ჯამში 140 პროექტს დადგმული სიმძლავრით 1150 მეგავატს შეეხება.

"გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა მისასალმებელია კერძო სექტორის მხრიდან. ვინაიდან იმ პროექტებს, რომლებიც განიცდიდნენ ფინანსურ სირთულეებს დაკისრებული ჯარიმებისა თუ საურავების გამო, მეორე შესაძლებლობა აქვთ. საბოლოო ჯამში საუბარია 140 პროექტზე, აქედან დაახლოებით 75% მოდის ჰიდროზე, 20% ქარზე, ხოლო 5%-ზე - ქარზე. მათი დადგმული სიმძლავრე ჯამში 1150 მეგავატია. დღევანდელი დადგმული სიმძლავრე საქართველოსი არის 4600 მეგავატი. შესაბამისად, ხედავთ რამდენად დიდია მოცულობა იმ პროექტებისა, რომლებზეც საუბარია", - ამბობს მელიქიძე.

მთავრობაში აცხადებენ, რომ იმისათვის, რომ კომპანიებს არ გაუჩნდეთ საქმიანობის უპასუხისმგებლოდ გაგრძელების ცდუნება და არ დააგროვონ ახალი ჯარიმები, განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, სრულად დაეკისრებათ ახლად დაგროვილი პირგასამტეხლო და ჯარიმის გადახდის ვალდებულება. ასევე აღუდგებათ ნაპატიები ჯარიმაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები