მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვრივიშვილისგან მივიღე დაპირება, რომ GREDA-ს კანონპროექტს სიღრმისეულად გაეცნობა - მაია მელიქიძე

ქვრივიშვილი ფხალაძე

„საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ GREDA-ს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიღების გარეშე, საქართველოს ჰიდროენერგეტიკა ვერ განვითარდება.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, გასული კვირის ბოლოს ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან GREDA-ს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა.

„მარიამ ქვრივიშვილისგან დაპირება მივიღე, რომ GREDA-ს კანონპროექტს სიღრმისეულად გაეცნობა“, - თქვა მაია მელიქიძემ.

საქმე ის არის, რომ აღნიშნული კანონპროექტი გულისხმობს ქონების და მიწის გადასახადის გარკვეული ნაწილის უშუალოდ იმ თემსა თუ სოფელში დარჩენას, სადაც გენერაციის ობიექტები ან/და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად, ელექტროგადამცემი ხაზები შენდება. უკვე რამდენიმე წელია, GREDA ამ ინიციატივის მიღებას ლობირებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული ნეგატიური განწყობების შემცირებას, მაგრამ - უშედეგოდ.

- ჰიდროენერგეტიკა ჩვენი ტკივილია... დაპირება მივიღე მარია ქვრივიშვილისგან, რომ სიღრმისეულად გაეცნობა ჩვენს კანონპროექტს, რომლის მიღებასაც ძალიან ბევრი წელია ვითხოვთ... ყველაფერი, რასაც აქამდე ვითხოვდით, საბოლოო ჯამში, წინ დახვდა სახელმწიფოს. არ იქნება GREDA-ს კანონპროექტი მიღებული?! - ვერ განვითარდება ჰიდროენერგეტიკა, რადგან საბოლოოდ, მაინც დავდივართ კითხვამდე, რასაც მოსახლეობა სვამს და ეს არის სწორი კითხვა - „მე რა სარგებელი [ჰიდროელექტროსადგურის აშენებით]?! რაც არ უნდა ბევრ რამე დავპირდეთ [მოსახლეობას] და ვესაუბროთ სახელმწიფოს ინტერესზე, ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტზე და ა.შ. ის მაინც სვამს კითხვას - „მე რა [სარგებელი]?“

- რა დრო ითხოვა მარიამ ქვრივიშვილმა GREDA-ს კანონპროექტის გასაცნობად?

- ეკონომიკის სამინისტროში, დეპარტამენტების და იურისტების დონეზე ეს საკითხი გავლილია; ფინანსთა სამინისტროშიც მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი კაკაურიძესთან ეს საკითხი გავლილია; მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ორად გაიყო; ჩვენი თემა რეგიონული განვითარების სამინისტროსადმია მიკუთვნებული და ეს საკითხი ამ ნაწილში საჭიროებს განხილვას... იქნება რა ნება, კანონპროექტს მიიღებენ...

- დიახ, მთავარია პოლიტიკური ნება... თუმცა რამდენადაც ვიცი, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ქონების და მიწის გადასახადის გარკვეული ნაწილის უშუალოდ იმ თემსა თუ სოფელში დარჩენა, სადაც გენერაციის ობიექტები შენდება, განიხილებოდა როგორც ახალი გადასახადი, რაც კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა...

- ეს არაა ახალი გადასახადი; ეს არის ახალი ჰიდროელექტროსადგურები და დამატებითი შემოსავლები ბიუჯეტისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები