მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Jay Z-ის ქონება უკვე 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს

6422ce31edd6c
ირაკლი მოდებაძე
29.03.23 00:30
997
თითქმის 4 წელია, რაც ნიუ იორკელი არტისტი ჯეი-ზი პირველი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი გახდა, რომელმაც მილიარდები მოიხვეჭა. წარსულში რეპერს კონიაკის კომპანია ,,დ’უსეში’’ ინვესტიცია ჰქონდა ჩადებული, რომელიც 400 მილიონი დოლარის ღირებულებას შეადგენდა.

მისი ქონება დროდადრო კიდევ უფრო გაიზარდა, გასართობი კომპანია ,,Roc Nation-ისა’’ და სტრიმინგ სერვისის ,,Tidal-ის’’ გაყიდვის შედეგად, ამასთანავე მრავალი ინვესტიციის წყალობით სხვადასხვა კომპანიებში. გამოცემა ,,Forbes-მა’’ განახლებული მონაცემების მიხედვით მისი ქონება 2,5 მილიარდ დოლარად შეაფასა, რის მიხედვითაც ნიუ-იორკელი მსოფლიოში 1206-ე ადამიანია სიმდიდრის მიხედვით.

,,მუსიკა აქციებს ჰგავს, ყველაზე ცხელი მომენტი უნდა შეარჩიო. ადამიანები გადაწყვეტილებებს ემოციურ საფუძველზე იღებენ და არ ემორჩილებიან იმას, რაც იციან.’’ - განაცხადა ჯეი-ზიმ.

ცნობისთვის, წარსულში ლეგენდარულმა ბიზნესმენმა უორენ ბაფეტმა ჯეი ზი-ზე განაცხადა, რომ ჯეის მასზე დიდი აუდიტორია ჰყავდა შემოკრებილი და ახალგაზრდა ადამიანებისთვის სწორედ ის იყო მისაბაძი მაგალითი, რომლისგანაც უნდა ესწავლათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები