მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯეფ ბეზოსის პროგნოზით, AI სამუშაო ძალის ჩანაცვლების ნაცვლად, მუშახელის დეფიციტს შექმნის

ჯეფ ბეზოსი
სტატიაში საუბარია:

კომპანია Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა პარიზში გამართულ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე VivaTech სამუშაო ძალაზე ხელოვნური ინტელექტის გავლენის შესახებ ოპტიმისტური პროგნოზი წარადგინა.

ბიზნესმენის განცხადებით, ტექნოლოგიების განვითარება დასაქმებულთა მასობრივ ჩანაცვლებას არ გამოიწვევს და ბაზარზე, პირიქით, კადრების დეფიციტს ჩამოაყალიბებს. ბეზოსმა აღნიშნა, რომ ის საზოგადოებაში არსებულ შიშებს არ იზიარებს, რადგან AI იდეების რეალიზების პროცესს დააჩქარებს, ადამიანების შესაძლებლობებს გააფართოებს და ახალი ბიზნესების შექმნას შეუწყობს ხელს. მისი შეფასებით, კაცობრიობა ამჟამად საკუთარი წარმოსახვით უფროა შეზღუდული, ვიდრე რეალური შესაძლებლობებით, ტექნოლოგიური პროგრესი კი ამ ბარიერებს სრულად მოხსნის.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მიმდინარე წლის მაისში ტექნოლოგიურმა სექტორმა 38,242 სამუშაო ადგილის გაუქმება გამოაცხადა, რაც 2024 წლის აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სიცხადისთვის, 2026 წელს ინდუსტრიაში სულ 123,653 პოზიცია შემცირდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 66%-იან ზრდას ნიშნავს. ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის, რომლებმაც AI-ში ინვესტიციების ფონზე შტატები შეკვეცეს, თავად Amazon-იც არის, რომელმაც იანვარში 16,000 თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. კომპანიის მენეჯმენტი ამ ნაბიჯს ბიუროკრატიის შემცირებისა და რესურსების ინოვაციურ პროექტებში გადამისამართების სურვილით ხსნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები