Amazon-ის და Blue Origin-ის დამფუძნებელმა, მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა ფუნდამენტი ჩაუყარა ახალ AI-სტარტაპს, რომელიც Project Prometheus-ის სახელით არის ცნობილი.
სტარტაპის დაფინანსება 6.2 მილიარდ დოლარს შეადგენს, თანხის უდიდესი ნაწილი კი ბეზოსის მიერ არის ინვესტირებული, რომელიც ამავდროულად სტარტაპის თანადირექტორია.
ბეზოსის გვერდით მონაცემთა მეცნიერ ვიკ ბაჯაჯს ვხედავთ, რომელიც წლების განმავლობაში Google X-ს ხელმძღვანელობა და AI-ტექნოლოგიის მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან ექსპერტად ითვლება.
უნდა აღინიშნოს, რომ Project Prometheus-ი ტრადიციული AI-სტარტაპი არ არის და ის მორიგი ჩატბოტის შექმნაზე არ მუშაობს. მისი მთავარი მიზანი კომერციული დანიშნულების AI-სისტემის შექმნა იქნება, რომელსაც კომპანიები, საწარმოები და ქარხნები ყოველდღიურ ოპერაციებში გამოიყენებენ პროცესების ავტომატიზაციის მიზნით.




























