მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას წარმოადგენს ჯეფ ბეზოსის ახალი $100-მილიარდიანი სტარტაპი?

Prometheus

Amazon-ის და Blue Origin-ის დამფუძნებელმა, მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა ფუნდამენტი ჩაუყარა ახალ AI-სტარტაპს, რომელიც Project Prometheus-ის სახელით არის ცნობილი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი საინვესტიციო რაუნდის შედეგად, სტარტაპი $100 მილიარდის მოზიდვას გეგმავს და მის თანაინვესტორებს შორის პლანეტის უმსხვილესი ფონდები და ბანკები იქნებიან.

თავად სტარტაპის საწყისი დაფინანსება 6.2 მილიარდ დოლარს შეადგენს, თანხის უდიდესი ნაწილი კი ბეზოსის მიერ არის ინვესტირებული, რომელიც ამავდროულად სტარტაპის თანადირექტორია.

ბეზოსის გვერდით მონაცემთა მეცნიერ ვიკ ბაჯაჯს ვხედავთ, რომელიც წლების განმავლობაში Google X-ს ხელმძღვანელობა და AI-ტექნოლოგიის მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან ექსპერტად ითვლება.

უნდა აღინიშნოს, რომ Project Prometheus-ი ტრადიციული AI-სტარტაპი არ არის და ის მორიგი ჩატბოტის შექმნაზე არ მუშაობს. მისი მთავარი მიზანი კომერციული დანიშნულების AI-სისტემის შექმნა იქნება, რომელსაც კომპანიები, საწარმოები და ქარხნები ყოველდღიურ ოპერაციებში გამოიყენებენ პროცესების ავტომატიზაციის მიზნით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები