მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეიმს ო'ბრაიენის თქმით, საქართველოს კურსის შეტრიალებით რუსეთი ბედნიერია

ობრაიანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენი ამბობს, რომ საქართველოს კურსის შეტრიალებით კმაყოფილი მხარე რუსეთია, რაც რუსეთის მთავარი პროპაგანდისტების განცხადებებიდან კარგად ჩანს. ამის შესახებ მან სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა,

'ბრაიენი სენატორი ჯინ შაჰინის კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ უსმენს საქართველოს მთავრობა ხალხს, რომელსაც არ სურს ამ კურსით სვლა, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ქვეყანა რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

„განსაკუთრებით რთულია იმის გაგება, რატომ აქვს საქართველოს მთავრობას ეს მიდგომა, იმის მიუხედავად, თუ მათი რამხელა ტერიტორიაა რუსეთის მიერ ოკუპირებული. ის, რაც საქართველოში ყოფნისას მოვისმინე, იყო რუსეთის მხრიდან დანარჩენი ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ დიდი შეშფოთება, სიღარიბე, ადამიანის ღირსებების, უფლებების შელახვა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ასე რომ ჩემთვის რთულად გასაგებია, რატომ არ უსმენს საქართველოს მთავრობა ქართველ ხალხს, რომელსაც ნამდვილად არ სურთ, მიმართულება, საითაც ისინი მიემართებიან“,- განაცხადა ჯინ შაჰინმა.

ჯეიმს ო'ბრაიენის თქმით, არსებული მოცემულობა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს, რომ მისი ნაბიჯები ნეიტრალურია.

ერთი ჯგუფი, რომელიც ბედნიერი ჩანს ამ შემობრუნებით, არის რუსეთი. თუ ნახავთ მათი მთავარი პროპაგანდისტების ბოლოდროინდელ განცხადებებს, მიესალმებიან ამ შემობრუნებას, ამასთან, რუსეთმა თავისი შავი ზღვის ფლოტი აფხაზეთში გადაიტანა. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლების შემოთავაზება, რომ ეს ნეიტრალური ნაბიჯია, ვფიქრობ, არ ასახავს რეალობას, რომელიც ხდება“,- განაცხადა ჯეიმს ო'ბრაიენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები