ამერიკელი ბიზნესმენისა და ტვიტერის დამფუძნებლის, ჯეკ დორსის კომპანია, Block-ი 23 ივლისს S&P 500 ინდექსს შეუერთდება. ის Chevron-ის მიერ $53 მილიარდად ახლახან შეძენილი Hess-ის ადგილს დაიკავებს. სიახლეს დადებითად შეხვდა საფონდო ბირჟაც.
კერძოდ, Block-ის ერთი აქციის ფასი 11%-ით, $89 დოლარამდე გაიზარდა.
იმის მიუხედავად, რომ კომპანიის კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Robinhood-ს, $43-მილიარდიანი კომპანიის მიღება S&P 500 ინდექსში ადასტურებს, თუ რამდენადაა ფინტექ კომპანიებზე მოთხოვნა გაზრდილი.
S&P 500 ინდექსში გაწევრიანების შემდეგ, არსებობს მოლოდინი რომ კომპანია მეტ ინსტიტუციურ ინვესტორს მოიზიდავს.




























