Square-ის, Cash App-ისა და Afterpay-ს მფლობელმა ფინტექ გიგანტმა, Block-მა ინდუსტრიისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და თანამშრომლების თითქმის ნახევრის სამსახურიდან გათავისუფლება გადაწყვიტა.
კომპანიის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეკ დორსიმ, რომელიც Twitter-ის დამფუძნებელია, აქციონერებისადმი გაგზავნილ წერილში პირდაპირ განაცხადა, რომ ამ რადიკალური ნაბიჯის გადადგმის მთავარი მიზეზი ხელოვნური ინტელექტის ეფექტურობაა.
ჯეკ დორსის განმარტებით, AI-მ კომპანიას საშუალება მისცა, მნიშვნელოვნად შეამციროს საოპერაციო ხარჯები და ნაკლები ადამიანური რესურსით გააუმჯობესოს პროდუქტიულობა. მისი თქმით, Block-ის ეს გადაწყვეტილება არ არის იზოლირებული შემთხვევა და სხვა ტექნოლოგიური კომპანიებიც მას აუცილებლად მიჰბაძავენ.
როგორც დორსი აცხადებს, ყველა ის კომპანია, რომელიც AI-ს შესაძლებლობებს დროულად არ აითვისებს, გაკოტრებისთვის იქნება განწირული.




























