მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯერჯერობით, პოლიტიკური დარტყმა არ მიგვიღია" - რა ზრდის საქართველოს ეკონომიკას?|მოსაზრება

პაატა ტრაპაიძე

ჯერჯერობით, პოლიტიკური დარტყმა არ მიგვიღია“ - ამ ფაქტორით ხსნის კომპანია კავკასუს როუდ პროჯექტის“ მფლობელი და გენერალური დირექტორი პაატა ტრაპაიძე იმ ფაქტს, რომ პოლიტიკური კრიზისის და ქვეყანაში უწყვეტი პროტესტის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდება.

საქსტატის მონაცემების თანახმად, 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით გაიზარდა, უშუალოდ, სექტემბერში - 6.4%-ით.

პოლიტიკური დარტყმა არ მიგვიღია... [ვგულისხმობ] სანქციებს ევროკავშირიდან, ბრიტანეთიდან და აშშ-დან, როგორც ფინანსურს, ასევე - სავიზო სანქციებს... რადგან ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც ექვს თვეში ერთხელ სამი თვით მიდის ევროპაში სამუშაოდ და ოჯახს არჩენს.

ამდენად, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი რომ გაუქმდეს, ეს იქნება კატასტროფა [მთელი ქვეყნისთვის]. არ ვიცი, ეს ვის დავაბრალოთ“ - ჩვენ პოლიტიკას თუ იმას, რომ ჯერჯერობით, შეგვიცოდეს და სანქციების სახით დარტყმა არ მიგვიღია“, - თქვა ბიზნესმენმა წერტილთან“ ინტერვიუში.

წერტილთან“ ინტერვიუში ბიზნესმენმა საქართველოს ეკონომიკის რისკებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი გამოწვევები დღეს სამ სფეროს უკავშირდება.

ეს არის რუსეთ-უკრაინის ომი; როგორ განვითარდება ევროკავშირთან ურთიერთობა და ჩინეთთან სავაჭრო კავშირები“, - თქვა ბიზნესმენმა.

"რაც ქვეყანაში ხდება, ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას" – „წერტილის“ წამყვანმა პაატა ტრაპაიძეს თავისივე ინტერვიუდან ეს ფრაზა შეახსენა და ჰკითხა - რა აკეთებს ქართული ოცნება“ დღეს“?

- დღეს ძალიან რთულია კრიტიკა, რადგან მოდით, გულახდილი ვიყოთ, ჯერჯერობით, ეკონომიკაში ცუდი მდგომარეობა არ არის.

- როგორც ანალიტიკოსების ნაწილი აცხადებს, „ეკონომიკის ზედა რიცხვები ამბობენ, რომ კარგად ვართ“...

- ზედა რიცხვებიც და ქვედა რიცხვებიც... მთავარი ამოსავალი წერტილი არის მსყიდველობითი უნარი ეკონომიკაში, რომელიც საკმაოდ მაღალია. იცით, ჩინეთში მსყიდველობითი უნარი როგორ დაეცა?! ჩინელებს შემოსავლის 50%-ს დანაზოგებში მიაქვთ, ამერიკელები 8%-ს ინახავენ, ევროპელები - 11%-ს. ეს რა არის იცით, ეკონომიკისთვის? - კატასტროფა. რატომ? - მე ვუშვებ, ვაწარმოებ, მაგრამ მოხმარება არ არის. მთავარია, ბალანსის დაჭერა წარმოებასა და მოხმარებას შორის. მარტო ექსპორტზე ვერ იქნები ორიენტირებული, მარტო ტრანზიტზე ვერ იქნები ორიენტირებული. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენ გვჭირდება CPI-ის [Consumer Price Index - სამომხმარებლო ფასების ინდექსი] ნორმალურ დონეზე ყოფნა და ვხედავთ, რომ დღეს საკმაოდ მაღალია CPI .

- რა აკეთებს „ქართული ოცნება“ დღეს? - ამ კითხვაში ვიგულისხმე ევროკავშირთან და აშშ-თან ურთიერთობების დაზიანება...

- იცით, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და დაალაგებენ... ჩემი აზრით, თუ არ დალაგდება, ისევ და ისევ, რაც ვთქვი ადრე, გავიმეორებ - ყველაფერი მთავრობის ბრალი იქნება.

- წერტილი რას დავუსვათ ამ ქვეყანაში?

- წერტილი უნდა დავუსვათ კორუფციას.

- საქართველოშიც ყოფილა კორუფცია თუ სულაც ყვაოდა?

- კორუფცია ყველგან არის, ოღონდ დონე არის სხვადასხვა..

- სწორედაც რომ კორუფციის დონე ვიგულისხმე...

- საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაიგონ ერთი რამ - სახელმწიფოს ფული არის მათი ფული და როდესაც სახელმწიფოს ჰპარავენ, ჩვენ გვპარავენ… კორუფციაზე საშინელი ვირუსი არ არსებობს... კორუფციამ დაანგრია რომის იმპერია, კორუფციამ დაანგრია საბჭოთა კავშირი, ამიტომ ჭკვიანურად უნდა მივხედოთ კორუფციის თემას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები