ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელს მხარდაჭერა სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების მმართველებმა, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა გამოუცხადეს.
ისინი მიიჩნევენ, რომ ჯერომ პაუელის წინააღმდეგ შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ დაწყებული გამოძიება სერიოზულ საფრთხეს უქმნის FED-ის დამოუკიდებლობას და აჩენს მონეტარულ პოლიტიკაზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენის რისკს, რაც მკვეთრად დააზიანებს შტატების მთავარი საფინანსო ინსტიტუტის რეპუტაციას და უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე.
ისინი აღნიშნავენ, რომ პაუელი საკუთარ მოვალეობას ყოველთვის პირნათლად ასრულებდა და საკუთარი მანდატის ფარგლებში მთლიან ყურადღებას საჯარო ინტერესების დაცვაზე ამახვილებდა.
გამოქვეყნებულ წერილს ხელს აწერენ: ინგლისის ბანკის გუბერნატორი, ენდრიუ ბეილი, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, კრისტინ ლაგარდი, შვედეთის ბანკის გუბერნატორი, ერიკ თედიენი, დანიის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი, კრისტიან კიტელ ტომსენი, შვეიცარიის ნაციონალური ბანკის მმართველი, მარტინ შლეგელი, ავსტრალიის რეზერვის ბანკის გუბერნატორი, მიშელ ბულოკი, კანადის ბანკის გუბერნატორი, ტიფ მაკლემი, სამხრეთ კორეის ბანკის გუბერნატორი, ჩანგ იონგ რი, ბრაზილიის ცენტრალური ბანკის გუბერნატორი, გაბრიელ გალიპოლო, ასევე საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ხელმძღვანელი, ფრანსუა ვილეროი დე გალუ და ამავე ბანკის გენერალური მენეჯერი, პაბლო ჰერმანდეს დე კოსი.




























