მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციით, სვანეთში, თეთნულდის მთაზე ზვავის ჩამოწოლისას, თოვლის ქვეშ მოყოლილი ერთი პირი მალევე ამოიყვანეს და მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება, ხოლო ჯგუფის ყველა წევრი უსაფრთხოდ იმყოფება.
სააგენტოს თანახმად, ზვავი ჩამოწვა გიდების სკოლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, რომელშიც სულ 15 ადამიანი მონაწილეობდა.
"მთის ტრასების სააგენტოს (MTA) სამაშველო სამსახურის სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების შედეგად, სვანეთში, თეთნულდის მთაზე ზვავის ჩამოწოლისას, თოვლის ქვეშ მოყოლილი ერთი პირის ამოყვანა რამდენიმე წუთში განხორციელდა. თოვლის საფარიდან ამოყვანილ პირს აღენიშნება მსუბუქი დაზიანებები, ხოლო ჯგუფის ყველა წევრი უსაფრთხოდ იმყოფება.
ზვავი ჩამოწვა გიდების სკოლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, რომელშიც სულ 15 ადამიანი მონაწილეობდა",- წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, თავდაპირველად რუსულ მედიაში, ტელეგრამ არხზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სვანეთში, თეთნულდის მთაზე, ზვავში რუსი ტურისტების ჯგუფი მოყვა.




























