მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალებმა“ 2022 წელი  შემოსავლების 88% -იანი ზრდით დახურა

რკინიგზა

„ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალებმა“ 2022 წელი  შემოსავლების 88% -იანი ზრდით დახურა. „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილმა კომპანიამ ფინანსური ანგარიშგება გაასაჯაროვა.

კომპანიამ, რომელიც  ახორციელებს სატვირთო საექსპედიტორო და სატერმინალო მომსახურებას,  2022 წელს, 132.3 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, საოპერაციო მოგება 9.78 მლნ ლარი იყო, წმინდა მოგება კი, 8.71 მლნ ლარს შეადგენდა, 2021 წელს არსებული 153 000 ლარიანი მოგების შემდეგ.

შემოსავლის სტრუქტურა შემდეგნაირად განაწილდა:

  • საექსპედიტორო მომსახურება 128.345  მლნ  ლარი
  • სატერმინალო მომსახურება 1.645 მლნ ლარი
  • სხვა  55 მლნ ლარი
  • ვაგონების იჯარა 8 მლნ ლარი

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს სავაგონო ტვირთნაკადი წლიურად 165%-ით.  სავაგონო გზით 1.9 მლნ ტონა ტვირთი  და  46,993 კონტეინერი გადაიზიდა.

„რეგიონში განვითარებული მოვლენების მიუხედავად კომპანიამ შეძლო სავაგონო პროექტების მოზიდვა ჩვენს დერეფანში, შედეგად 2022 წელს სავაგონო გადაზიდვიდან შემოსავალი გაიზარდა 145%-ით, 2021 წლის შედარების საკონტეინერო გადაზიდვებიდან შემოსავალი გაზრდილი არის 25%-ით, შემოსავლების გაზრდა განაპირობა მენეჯმენტის სწორმა და დროულმა რეაგირებამ რეგიონში განვითარებული მოვლენების მიმართ და ტვირთის გადმომისამართება ტრანსკავკასიური დერეფნის მიმართულებით“, - წერს კომპანიის მენეჯმენტი მმართველობით ანგარიშში.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს. ამ გეგმაშია ტრანსკავკასიურ დერეფანში ერთი ფანჯრის პრინციპის კიდე უფრო განვითარება და ერთიანი ტარიფის შეთავაზება კლიენტებისთვის. სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე უკანასკნელ პერიოდში გამოიკვეთა ტენდენცია, რომელიც ხაზს უსვამს აზიაში წარმოებული პროდუქტის მნიშვნელობას ევროპის ქვეყნებისთვის. კერძოდ – ნავთობპროდუქტები, ქვანახშირი, ხორბალი, ბამბა, ქსოვილები, რკინა და განსაკუთრებით ჩინეთში წარმოებული პროდუქცია, რომლითაც მარაგდება მთელი მსოფლიო. ასევე ევროპის ინტერესებში შედის თავისი პროდუქციის გატანა აზიის ბაზარზე. ბოლო ხანებში ინტენსიურად ხდება ტვირთების მიმოცვლის ალტერნატიული გზებისა და დერეფნების მოძიება. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე კომპანია ორიენტირებული მოიზიდოს როგორც აზიური ასევე ევროპული ტვირთი TRECECA-ს დერეფანზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები