ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მაღაზიათა ქსელ “ჯიბეს” საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ Bm.ge -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
უწყების ცნობით, ცეცხლი მუყაოს ქაღალდს და რკინის კონსტრუქციას ეკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახური. მომხდარის გამო არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.