მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯიჯი ჰაუსი" 2026 წელს 5 ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს - სად გაიხსნება საბითუმო-საცალო მაღაზიები?

ჯიჯი ჰაუსი

საბითუმო-საცალო ვაჭრობის ქსელი “ჯიჯი ჰაუსი” მომავალი წლიდან მნიშვნელოვნად ფართოვდება და მინიმუმ 5 ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი ბეკურაშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა.

მისი თქმით, მიმდინარე წელს კომპანიის განვითარება ცენტრალიზებული საწყობის შეძენის გამო დროებით შეფერხდა, თუმცა ახალი წლიდან გაფართოების ტემპი კვლავ განახლდება.

"ახალი წლიდან მინიმუმ 5 ახალი ფილიალის გახსნას ვგეგმავთ. საუბარია, ახალი ფილიალების დიდ დიღმის, საბურთალოს და ისნის ტერიტორიაზე განთავსებაზე. წლის მეორე ნახევარში კი, რუსთავში კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნება", – განაცხადა მან.

მისივე თქმით, ახალი ფილიალები XL ფორმატის იქნება და თითოეულის ფართობი, მინიმუმ 600–700 კვ.მ-ს შეადგენს.

“ბოლო ფილიალი, რომელიც ყოფილი კინო “საქართველო”–ს სივრცეში გავხსენით, დაახლოებით 2 მლნ ლარის ინვესტიციას მოითხოვდა. დაგეგმილი ახალი ფილიალებისთვისაც ანალოგიური ბიუჯეტი გვაქვს განსაზღვრული”, - აცხადებს ბეკურაშვილი.

საყოფაცხოვრებო ქიმიისა და აქსესუარების მაღაზიების ქსელი დღეისთვის 4 ფილიალს მართავს: ვარკეთილში, სანზონაში, გლდანსა და მუხიანში, სადაც ჯამში დაახლოებით 250 ადამიანია დასაქმებული. გაფართოების შემდეგ, მომავალი წლიდან თითოეულ ახალ ფილიალში მინიმუმ 70 ადამიანი დასაქმდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები