აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი მოულოდნელად დღეს უკრაინაში ჩავიდა. ის უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ქალაქში უჟჰოროდში უკრაინის პირველ ლედის, ოლენა ზელენსკას შეხვდა და დევნილთა თავშესაფარს ეწვია.
„დედის დღეს მინდოდა ჩავსულიყავი. ჩვენ ვფიქრობდით, რომ მნიშვნელოვანი იყო უკრაინელი ხალხისთვის გვეჩვენებინა, რომ ეს ომი უნდა შეჩერდეს და რომ ეს სასტიკი ომია. ამერიკელი ხალხი უკრაინის ხალხის გვერდით დგას,"- განაცხადა აშშ-ის პირველმა ლედიმ.
ორი ქვეყნის პირველ ლედის შორის შეხვედრა ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.