მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯინ შაჰინი იმედგაცრუებულია, რომ კობახიძის მხრიდან აშშ-სთან ურთიერთობების გაგრძელების დაინტერესება ვერ დაინახა

ჯინ შაჰინი

ჯინ შაჰინი იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს პრემიერისგან ვერ დაინახა სურვილი აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელების. ამის შესახებ მან ამერიკელმა სენატორმა საქართველოში ვიზიტი შემაჯამებენ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე - რამდენად მზად არის მმართველი პარტია გაითვალისწინოს აშშ-ის რეკომენდაციები და შეესაბამება თუ არა პრემიერის განცხადება ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ მზაობას მათი შეხვედრის შინაარსს, ჯინ შაჰინმა უპასუხა, რომ მან ვერ მოისმინა ამ განცხადების შესაბამისი ნაბიჯების შესახებ.

„იმედგაუცრუება გამოიწვია იმან, რომ პრემიერ-მინისტრს არ გაუკეთებია რაიმე შემოთავაზება, რაც მას და მის ადმინისტრაციას სურთ გააკეთონ ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ვისაუბრეთ რიგ წუხილებზე, რომელიც უკვე ვახსენე, თუნდაც იმაზე რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ამერიკაში გადატრიალებას გეგმავდა, რაც აბსოლუტური სიცრუეა. იმედი მაქვს, პრემიერი და მისი მთავრობა შეხედავენ და განიხილავენ იმ ნაბიჯებს, რომლის გადადგმაც მათ შეუძლიათ მომავალში, იმისთვის რომ განაგრძონ იმ ურთიერთობების გაუმჯობესება, რომელიც საქართველოსთან 30 წლის განმავლობაში გვქონდა და რაც იყო მტკიცე. აშშ-ს ინვესტიციები აქვს გაკეთებული, მხარდაჭერას უჭერდა საქართველოს სკოლების აღდგენაში, გუშინ ახალგაზრდების ჯგუფს ვესტუმრე, აღელვებულები იყვნენ, რადგან სიამოვნებით მონაწილეობდნენ პროგრამაში რომელიც აშშ-ის დაფინანსებით ხორციელდება. ძალიან აფასებდნენ ამ მხარდაჭერას. იგივე მოვისმინეთ ფერმერებისა და მეწარმეებისგან, რომლებსაც გუშინ შევხვდით. ეს ამერიკის შეერთებული შტატების ფოკუსია - ჩვენ მხარს ვუჭერდით საქართველოს დემოკრატიულ მიზნებს, ეკონომიკურ განვითარებას, საქართველოს მოქალაქეების სურვილებს და იმედგაცრუებას იწვევს, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული, ან არ ჩანს რომ დაინტერესებული იყოს ამ ურთიერთობების გაგრძელებით“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები