მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე პირველობას ინარჩუნებს

644bbb64de8ac
BM.GE
28.04.23 16:24
742
2022 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით ინდუსტრიის ლიდერი „ჯიპიაი ჰოლდინგია“. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, კომპანიის მოზიდული პრემია 95,574,106 მლნ. ლარს შეადგენს და ყველაზე დიდი წილი - 26,8% უჭირავს. ეს კი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 16,2 %-ით მეტია.

კომპანია ლიდერია როგორც კორპორაციული, ისე საცალო გაყიდვების ბაზარზე. 2022 წლის მონაცემებით, „ჯიპიაიმ“ ჯანმრთელობის დაზღვევის საცალო გაყიდვების მიმართულებით 20,944,094 მლნ. ლარის პრემია მოიზიდა და ბაზრის 61,77% უჭირავს.ეს კი გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით 19% იან ზრდას ნიშნავს.

კომპანია პირველობას არც კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით თმობს. აქ მოზიდულმა პრემიამ 50.890,268 ლარი შეადგინა რაც მთლიანი ბაზრის 21,69% -ია.

თინათინ სტამბოლიშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი: „კომპანიის ლიდერობას ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით, მრავალფეროვანი პროდუქტები განაპირობებს. ამ მხრივ 2022 წელი ნამდვილად გამორჩეული იყო. ჩვენმა კომპანიამ მომხმარებელს ისეთი უნიკალური სერვისები შესთავაზა,როგორიც მაგალითად დისტანციური დადასტურების სქემაა. „ჯიპიაის“ დაზღვეულებს ახლა უკვე 100-ზე მეტ კლინიკაში შეუძლიათ სერვისების მიღება მარტივად - პირადობით ან სადაზღვევო ბარათით შეუძლიათ. ამ კლინიკებში ექიმ -სპეციალისტთან ვიზიტისთვის პირადი ექიმის მიმართვა საჭირო აღარ არის. ყველა საკითხის მოგვარება ადგილზე, რეგისტრატურაშია შესაძლებელი - მომხმარებელი იხდის მხოლოდ თავის წილს, მიმართვის გენერირება კი ონლაინ - აპლიკაციითააცაა შესაძლებელი. სწორედ ასეთი გამარტივებული სერვისები განაპირობებს ბაზარზე ჩვენს ლიდერობას. თუმცა მოქნილ მომსახურებასთან ერთად ჩვენს მომხმარებელს ხარისხიან, მორგებულ პროდუქტებსაც ვთავაზობთ. შედეგი სახეზეა - ამ მიმართულებით წლებია პირველები ვართ. შიდა კვლევები კი აჩვენებს,რომ ჩვენი მომხმარებლების 98-96% მომსახურებით კმაყოფილია“.

გამარტივებულ სერვისებთან ერთად, „ჯიპიაში“ დაზღვეულები უნიკალური პროდუქტებითაც სარგებლობენ.2022 წლიდან ჯანმრთელობის დაზღვევის ყველა პაკეტში შედის ე.წ. “საერთაშორისო კონსილიუმი”-ის სერვისი. კომპანია დაზღვეულებს საზღვარგარეთ, წამყვან კლინიკებში დიაგნოზის გაგზავნის და მასთან დაკავშირებით ე. წ მეორე აზრის მიღების შესაძლებლობას აძლევს. დაზრვეული თავად ირჩევს კლინიკას, სადაც წამყვანი სპეციალისტები სამედიცინო შემთხვევას კონსილიუმზე განიხილავენ. რჩევებსა და მკურნალობის შესახებ ინფორმაციას კი მომხმარებელი 10 დღეში მიიღებს.

მომხმარებლის კმაყოფილებას კომუნიკაციის მრავალფეროვანი არხები განაპირობებს. მაგალითად, ექიმთან ჩაწერა, ანაზღაურება, მიმართვისა და საგარანტიო წერილის მოთხოვნა აპლიკაციით - MyGPI ან ვებგვერდით - mygpi.ge არის შესაძლებელი. ელექტრონული სერვისები ფარავს დაზღვევით სარგებლობის მთელს პროცესს და დაზღვეულს ანაზღაურების ან თუნდაც მიმართვის ასაღებად, მათ შორის ჰოსპიტალურ მომსახურებაზე - ოფისში მოსვლა აღარ სჭირდება.

იმ პროვაიდერების ხილვა, სადაც მომსახურებას მხოლოდ პირადობით იღებს მომხმარებელი, შესაძლებელია ამ ბმულზე: https://www.gpih.ge/ka/privileged-provider-clinics

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2022 წელსაც ჯანმრთელობის დაზღვევა ინდუსტრიის წამყვანი მიმართულება იყო. მოზიდულმა პრემიამ 357,281,232 ლარი შეადგინა,რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარეით 20,8% - ით მეტია.
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ქართულ სადაზღვევო ბაზარზე 22 წელია წარმოდგენილია და სტაბილურად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს. 2022 წელს, „ჯიპიაი ჰოლდინგის მოზიდული პრემია 19 %-ით გაიზარდა. კომპანია ლიდერია როგორც კორპორატიული, ისე საცალო დაზღვევის მიმართულებით. “ჯიპიაი” პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს სრულად დისტანციური სადაზღვევო სერვისები შესთავაზა. “ჯიპიაი ჰოლდინგი”2006 წლიდან, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია“. “ვენის სადაზღვევო ჯგუფი” ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს ბაზარზე. ისლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ევროპის 25 ქვეყნის 50 კომპანიას ფლობს და მართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები