მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯივიპი აქტიურად აგრძელებს მოძველებული ქსელების განახლებას და მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციას -  გიგა ნადირაძე, აქტივების მართვის დირექტორი

GWP
14.06.24 12:43
258

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 2024-2026 წლებში, წყალმომარაგების სფეროში უპრეცედენტო - 378 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რომელიც სრულად მოხმარდება მოძველებული ქსელების განახლებას, გამართული ოპერირებისთვის აუცილებელი სპეც ტექნიკის შეძენასა და მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციას.

,,ჯივიპის მფლობელი, ესპანური კომპანია Aqualia თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებაში ევროპულ მიდგომებსა და სტანდარტებს აქტიურად ნერგავს. სწორედ წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზების მნიშვნელოვანი ნაწილია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქსელების განახლება და რეაბილიტაცია.

2024 წელს კომპანიამ წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე უკვე დაასრულა 40 და აქტიურად მუშაობს 34 სარეაბილიტაციო პროექტზე. სამუშაოების ფარგლებში 51 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და ჯამში 84 კილომეტრი ქსელი განახლდება.

ამასთანავე, აქტიურად მიმდინარეობს ავტოპარკისა და ტექნიკის განახლება, რაშიც ჯივიპი 13 მილიონ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს და შედეგად კომპანიას სრულად აღჭურვავს ეფექტური ოპერირებისთვის აუცილებელი თანამედროვე სპეც-ტექნიკით” - გიგა ნადირაძე, ჯივიპის აქტივების მართვის დირექტორი.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები