მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯივიპი მიცკევიჩის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

ჯივიპი
BM. GE
06.10.23 13:01
82

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში  წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით  სამუშაოებს ატარებს.

რეაბილიტაციის ფარგლებში  ახლით იცვლება 400 მეტრზე მეტი სიგრძის მოძველებული მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე 10 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება, 10 საკვანძო ჭა  და 4 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყობა.

"ჯივიპის ახალი მფლობელი, ესპანური კომპანია აქუალია, თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით აქტიურად მუშაობს და  2023 წლის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში სარეაბილიტაციო პროექტებს ახორციელებს. ამ ეტაპზე თბილისში რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს სამუშაოები, მათ შორის  მიცკევიჩის ქუჩაზე.

საერთო ჯამში პროექტში 300,000 ლარზე მეტი ინვესტიცია ხორციელდება და 400 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი სრულად ახლდება. “- ზურაბ ალფაიძე, ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

მიცკევიჩის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. შედეგად, ვაკე-საბურთალოს რაიონში მიცკევიჩისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები